ვებ გვერდი მომზადების სტადიაშია

(გთხოვთ, მოგვიტევოთ შეცდომები)

მთავარი   ანტისეპტირება   უნდა ვიცოდეთ!   ჩვენს შესახებ   პროდუქცია   სერვისები   სპეც. ტანსაცმელი   სპეც. ფეხსაცმელი   სამაშველო აღჭურვილობა   ს.ტ.შ. ევრო სტანდარტი   ფოტოგალერეა   კონტაქტი


ეს უნდა ვიცოდეთ!!!

ეს უნდა ვიცოდეთ!!!
წვის დროს გამოიყოფა მომწამლავი გაზები, ხოლო ჟანგბადის რაოდენობა ჰაერში კლებულობს. აი რატომ არის საშიში არა მარტო ცეცხლი, არამედ მისგან წარმოქმნილი კვამლი და ალი.
მოწამლვამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გონების გათიშვა, კომა, სწრაფი სიკვდილი. ეს დამოკიდებულია მოწამლვის ხარისხზე.
ხანძარი სახლში
ხანძრის უმრავლესობა ხდება საცხოვრებელ ბინებში და მიზეზიც, პრაქტიკულად, სულ ერთიდაიგივეა: დაძველებული კომუნიკაციები, შეუკეთებელი ელექტროგაყვანილობა, მოწევა არასასურველ ადგილას და მეთვალყურეობის გარეშე დატოვებული ელექტრომოწყობილობები.
თუ თქვენ ან თქვენს მეზობელს გაუჩნდა ხანძარი, მთავარია უცებ გამოიძახოთ სახანძრო დაცვა.
თუ ცეცხლი მოეკიდა ელექტრომოწყობილობებს, ტელევიზორს, პირველ რიგში ეცადეთ მისი გათიშვა დენის წყაროდან, ხოლო შემდეგ ჩააქრეთ ხანძარი.
ყურადღება! წვის დროს ტელევიზორი გამოყოფს სხვადასხვა სახის ტოქსიკურ ნივთიერებებს, ამიტომ ხალხი უნდა გაიყვანოთ შენობიდან, ხოლო ტელევიზორს დააფარეთ სქელი მატერია. თუ ამან არ უშველა, მაშინ უკანა მხრიდან მიასხით წყალი, მაგრამ ამ დროს უნდა იდგეთ გვერდულად, რათა ნებისმიერ დროს შესაძლებელია კინესკოპის გასკდომა. ამასთანავე უნდა შეამოწმოთ დაკეტილია თუ არა ფანჯრები, რათა ჰაერის შემოსვლამ არ გააძლიეროს ცეცხლი.
თუ იწვის ელექტროგაყვანილობა, პირველ რიგში დენი უნდა გამორთოთ მთავარი გამომრთველიდან ან დამცველიდან და შემდეგ გამოიძახოთ სახანძრო დაცვა.
თუ ხანძარი წარმოიქმნა ერთ ოთახში, უნდა მიკეტოთ იმ ოთახის კარი და ამოქოლოთ ის სველი ნაჭრებით, რადგანაც ცეცხლი და კვამლი არ გამოვიდეს სხვა ოთახებშიც. კვამლიან სივრცეში უნდა ვიმოძრაოთ ხოხვით ან ხტუნვით.
გავრცელებული აზრი, რომ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ წყლით, ყოველთვის არ არის ეფექტური. უკეთესია ვისარგებლოთ ცეცხლმაქრით, მისი არქონის შემთხვევაში კი სველი ნაჭრებით, სილით და მიწითაც კი (მაგ. ყვავილის ქოთნებიდან).
თუ მიხვდებით, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია საკუთარი ძალებით შეუძლებელია, სასწრაფოდ დატოვეთ იქაურობა და თან წაიღეთ დოკუმენტები, ფული. გადით შემოსასვლელი კარიდან, თუ კარს ცეცხლი უკიდია, მაშინ აივნის მეშვეობით უშველეთ თავს. გააღეთ ფრთხილად აივნის კარი, ისე რომ ჰაერის მასამ არ გაძლიეროს ცეცხლის ალი, გადით აივანზე და კარგად მოხურეთ თქვენს უკან კარი. ეცადეთ აივნის მეშვეობით ჩახვიდეთ ქვედა სართულებზე ან გადახვიდეთ მეზობელ აივანზე. გახსოვდეთ! ძალიან საშიშია დაშვება თოკით, ზეწრით, ან წყლის მილებით. თუ შეუძლებელია თავის დაღწევა, მაშინ იყვირეთ ფანჯრიდან, ითხოვეთ შველა და როცა დარწმუნდებით, რომ თქვენი ყვირილი გაიგეს, დაწექით იატაკზე სადაც ნაკლებია კვამლი, ასე შეიძლება გაძლოთ ნახევარი საათი.
ყველაზე უსაფრთხო ადგილები ცეცხლმოკიდებულ სახლში არის აივანთან ან ფანჯარასთან, აქ მეხანძრეები გიპოვიან უფრო სწრაფად.
თუ თქვენ ხართ მაღალსართულიან შენობაში გამოიყენეთ სახანძრო კიბე, თუ აღმოჩნდით დაკვამლულ სადარბაზოში კედელ-კედელ გადით გასასვლელისაკენ.
ხანძრის დროს დაუშვებელია ლიფტით სარგებლობა.
გარეთ გამოსულმა, რაც შეიძლება დიდხანს შეიკავეთ სუნთქვა ან უკეთესია ცხვირ-პირი აიხვიოთ ცხვირსახოცით ან რაიმე ნაჭრით.
ხანძარი სამზარეულოში ან აივანზე
სამზარეულოში და აივანზე, ხშირ შემთხვევაში, ხდება მაშტაბური ხანძარი.
როგორ დავიცვათ თავი ამისგან?
გახსოვდეთ, რომ საშიშია სამზარეულოსა და აივანზე ადვილადაალებადი ნივთიერებების შენხვა, რადგანაც უცებ შემოვარდნილმა სიგარეტის ნამწვავმაც კი შეიძლება გააჩინოს დიდი ხანძარი. არ უნდა გადატვირთოთ აივანი და სამზარეულო ძველი ავეჯით, არასაჭირო და ძველი ნივთებით, მაკულატურით, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გაჩენას. სამზარეულოში გაზქურა არ უნდა იყოს ფარდასთან ახლოს, რადგანაც შეიძლება ქარისაგან ცეცხლი მოეკიდოს ფარდას. თუ ცეცხლი მოეკიდა ზეთს ან ცხიმს ტაფაზე, უნდა გამორთოთ გაზქურა, ცეცხლმოკიდებულ ჭურჭელს კი დაახუროთ თავსახური ან სველი ტილო და დაელოდეთ მის გაციებას. ელექტროპლიტის აალების დროს, ჯერ უნდა გამორთოთ ის დენიდან და შემდეგ უნდა დააფაროთ სველი ნაჭერი.
მეხანძრეები გვირჩევენ, რომ აივანზე სასურველია გვედგას სილით სავსე ვედრო.
ხანძარი ლიფტში
ლიფტში ხანძრის გაჩენის ხშირი მიზეზია ჩაუქრობელი სიგარეტის ან ასანთის გადაგდება, ან კიდევ მოკლე ჩართვა ელექტრო გაყვანილობაში. ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში დაუYონებლივ გააგებინეთ დისპეჩერს.
თუ ლიფტი მოძრაობს არ გააჩეროთ, დაელოდეთ მის გაჩერებას, შემდეგ გამოდით ლიფტის კაბინიდან და რაიმე საგნით დაბლოკეთ ლიფტის კარები, რათა სხვამ არ ისარგებლოს მისით. ცეცხლის ჩაქრობისას კაბინაში ნუ შეხვალთ, რადგანაც ის შეიძლება დაიძრას თავისით. Kკაბინა იმყოფება დენის ძაბვის ქვეშ, ამიტომ საშიშია ცეცხლის ჩაქრობა წყლით, ჩასაქრობად გამოიყენეთ მშრალი სქელი მატერიალ,მშრალი სილა, ან ნახშირორჟანგოვანი და ფხვნილოვანი ცეცხლმაქრები.
თუ მოკლე ჩართვის გამო ლიფტი გაჩერდა სართულებს შორის და კაბინაში ხანძარია, ეცადეთ გააღოთ ლიფტის ავტომატური კარი, იყვირეთ, დააბრახუნეთ კედლებზე და ითხოვეთ შველა. იყავით ფრთხილად ლიფტიდან გამოსვლის დროს, რათა არ ჩავარდეთ. თუ დამოუკიდებლად ვერ გამოდიხართ, მაშინ დამხმარე ძალის მოსვლამდე აიკარით ცხვირ-პირი ცხვირსახოცით, უკეტესია სველით, თუნდაც შარდით დასველებულით.
ხანძარი ეზოში
ნუ დაწვავთ ეზოში ძველ ავეჯს, ნაგავს. თუ მათი ეზოდან გატანა შეუძლებელია, მაშინ დაწვით ისინი სპეციალურად მომზადებულ ადგილას. წინასწარ მოამზადეთ ცეცხლმაქრი, სილა. გახსოვდეთ, ეს ადგილი უნდა იყოს ცარიელი და ბალახისაგან გაწმენდილი.
ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ დარეკეთ სახანძრო დაცვაში, შეატყობინეთ მეზობლებს და ეცადეთ მოახდინოთ ხანძრის ლიკვიდაცია, რათა ცეცხლი არ გადავიდეს შენობებსა და მანქანებზე. Mმანქანის მეპატრონის არ ყოფნის შემთხვევაში ეცადეთ როგორმე თქვენვე გაიყვანოთ მანქანა ხანძრის ადგილიდან და თუ გადახურებულია ცივი წყლით უნდა გააგროლოთ იგი, რათა აღმოვფხრათ მისი აფეთქება.
ჩასაქრობად გამოიყენეთ წყლიანი ვედროები, სარწყავი შლანი, ცეცხლმაქრი, სილა, მაგრამ გახსოვდეთ, ცეცხლმოკიდებული ნახშირისა და საწვავის წყლით ჩაქრობა არაეფექტურია. გაიყვანეთ ცეცხლისგან შორს პატარები, არ დაგავიწყდეთ თვითუსაფრთხოებაც. გაანთავისუფლეთ ეზოს შემოსასვლელი, რათა ადვილად შემოვიდეს სახანძრო მანქანა. თხოვეთ ახლოს მცხოვრებლებს, რომ დახურონ ფანჯრები და მოხსნან სარეცხი აივნებიდან.
ხანძარი გარაჟში
გარაჟში არ შეიძლება მოწევა, ცეცხლის დანთება, არ შეიძლება გაზის ბალონების შენახვა. გარაჟში ხანძრის ჩაქრობა განსაკუთრებით ძნელია, რადგანაც იქ ინახავენ
ადვილად საწვავ ნივთიერებებსა და საგნებს.
თუ გაჩნდა ხანძარი გარაჟში, პირველ რიგში უნდა გამოიძახოთ სახანძრო დაცვა, შემდეგ დაუძახეთ მეზობლებსა და გამვლელებს დასახმარებლად. ეცადეთ მანქანა ხელით გამოაგოროთ გარაჟიდან. უნდა ეცადოთ, რომ ხანძარი არ გადავიდეს მეზობელ გარაჟებზე. როგორმე უნდა გავანთავისუფლოდ გარაჟი ადვილადაალებადი და ფეთქებადი ნივთიერებებისაგან. ცეცხლის ჩასაქრობად გამოიყენეთ ცეცხლმაქრი, სილა, მიწა, თოვლი, წყალი.
თუ თქვენი გარაჟი დაზღვეულია,გამოართვიტ მეხანძრეებს დასკვნა ხანძრის წარმოქმნის შესახებ, შემდგომ ზარალის გასაფორმებლად.
თუ ავტომანქანა იწვის
იყავით ყურადღებით, ხანძარი მანქანაში შეიძლება გაიგოთ უცებ, ძრავიდან კვამლის ამოსვლით, საწვავის ან რაზინის სუნით. ყველა ეს ფაქტორი გვამცნობს ხანძრის გაჩენას.
ცეცხლის ჩასაქრობად ისარგებლეთ ფხვნილოვანი ან ქაფოვანი ცეცხლმაქრით, მიმართეთ ცეცხლმაქრი ძლიერი ცეცხლისაკენ, ან გადაახურეთ ბრეზენტი, მიაყარეთ სილა, მიწა, თოვლი, მიასხით წყალი. Mმანქანის ქვეშ დაღვრილი საწვავის დროს ცეცხლმაქრი დაუმიზნეთ ცეცხლის კიდიდან მის ცენტრამდე.
არ მიუახლოვდეთ ხანძარს, თუ თქვენ ტანსაცმელი ან ხელები საწვავით ან ზეთით გაქვთ დასვრილი.
თუ ხანძრის ლიკვიდირება შეუძლებელია, მიატოვეთ ხანძრის ადგილი დაუყონებლივ (დაახლოებით 10მ. რადიუსით), რადგანაც შესაძლებელია ხანძარმოკიდებული ავტომანქანის აფეთქება. არავითარ შემთხვევაში არ ჩაჯდეთ ცეცხლმოკიდებულ მანქანაში და არ აამუშაოთ ძრავა. თუ მანქანაში ადამიანი იმყოფება, სასწრაფოდ გამოიყვანეთ იგი მანქანიდან, თუ კარი ჩაიკეტა გატეხეთ მანქანის მინა და ისე გამოიყვანეთ, თუ გამოყვანილი ადამიანი დაზარალებულია, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, მის მოსვლამდე კი გაუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება ან გადაიყვანეთ ახლომდებარე სამედიცინო პუნქტში.
ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის  ქუჩა #7 ტელ./ფაქსი: +995 222 2 01 01 ელ. ფოსტა: info@fire.ge fire_security@mail.ru